| |
|
სააქციო საზოგადოება “IGI ჯგუფი” (სს „იტალიურ-ქართული სამრეწველო ჯგუფი“) დაარსდა 1996 წელს იტალიელი და ქართველი პარტნიორების მიერ. მისი თავდაპირველი სახელი იყო შპს “Margherita”, რაც იტალიურად ნიშნავს გვირილას. მიუხედავად იმისა, რომ სახელი შეიცვალა, გვირილა მუდამ თან სდევს ჩვენი კომპანიის ყველა ბრენდს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის ქალის ჰიგიენური საფენების წარმოება და რეალიზაცია დაარსებიდან დღემდე. მისი პირველი ნაბიჯი ქალის უფრთო ჰიგიენური საფენების წარმოება იყო იტალიური ცელულოზის გადამამუშავებელი დანადგარის მეშვეობით . ამის შემდეგ კომპანიამ დიდი ტექნოლოგიური ნახტომი განიხცადა-შეიძინა რა, ფრთიანი ჰიგიენური საფენების ცელულოზის გადამამუშავებელი დანადგარი, რომელიც ასევე იტალიური წარმოებისაა. ამას გარდა, ჩვენ კომპანიას გააჩნია ულტრა ტიპის, და ყოველდღიური საფენები, ჰიგიენური ტამპონები და მაკიაჟის მოსაცილებელი ბამბის დისკები. „IGI ჯგუფს“ ფლობს საბითუმო და კაპილარული დისტრიბუცია, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს. ჩვენ კომპანიას გააჩნია 3500-ზე მეტი სარეალიზაციო წერტილი და ასევე, იმპორტით შემოაქვს სხვადასხვა ჰიგიენური საშუალებები. სს “IGI ჯგუფი” ფლობს შემდეგ ბრენდებს: IGI”, “Bellaseta”, “Daybyday”,"Intima","Leady","Geolady" და “Seta”.. ჩვენი კომპანია ექსპორტს უკეთებს თავის პროდუქციას სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში და რუსეთის ფედერაციაში.
ხარისხი
ყველა სახის ნედლეული რომელიც გამოიყენება ჰიგიენური საფენების წარმოებაში არის უმაღლესი ხარისხის და წარმოებულია შემდეგ ქვეყნებში: იტალია, აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი. ჩვენი კომპანიის მომწოდებლები არიან: Koch Cellulose, Tartas, UPM Kymmene, CCE, Poligof,Dalyan Gemi ,HB Fuller, Teksis, Rossella, Degussa, Tamari და Milang.
ტექნოლოგიური ხაზი
ყველა დანადგარი გამოშვებულია იტალიაში XXI საუკუნეში, რაც განაპირობებს პროდუქციის საუკეთესო ხარისხს.
მენეჯმენტი
| გენერალური დირექტორი |
ნიკალა ჯუღელი |
|
ლოჯისტიკის დირექტორი
|
ზაზა ტუკვაძე |
მარკეტინგის მენეჯერი
|
მაგდა ჩანტლაძე |
| ფინანსური დირექტორი |
დავით ახვლედიანი |
| წარმოების მენეჯერი |
გოჩა ცქიტიშვილი
|
| ქსელების მენეჯერი |
ნინო ნიკოლეიშვილი
|
| რეგიონალური დისტრიბუციის მენეჯერი |
შალვა ფირანიშვილი |
| საწყობის მენეჯერი |
ნინო თაფლიაშვილი |
სამეთვალყურეო საბჭოს წევრები:
ლეკა თურნავა
ალექსანდრე სევასტოპულო
მარია ბარნოვი
პაოლო მალინვერნო
|